„მსურველთა კოალიცია“ დღეს შეხვედრას გამართავს

„მსურველთა კოალიცია“ დღეს შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილავენ.
შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”