მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სრულიად შეიცვლება? – FIFA ახალ ვარიანტზე მუშაობს

The Guardian-ის ცნობით, FIFA მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ახალ ვარიანტზე მუშაობს. ინიციატივა მადრიდის “რეალმა” წამოჭრა, რომელსაც მხარს “ბარსელონა”, “ნაპოლი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპულიც” უჭერენ.
აღნიშნული ინიციატივით, ტურნირი ყოველ 2 წელიწადში უნდა გაიმართოს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზარდოს.
კლუბები ამაში ფინანსურ სარგებელს ხედავენ, რადგან პირველი გათამაშების გამარჯვებულმა, “ჩელსიმ”, პრიზის სახით 85 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. ამჟამინდელი ფორმატი 2030 წლამდე გახლავთ დამტკიცებული.
ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან UEFA და ევროპული ლიგების ასოციაცია, რომლებმაც უკვე მიმართეს ევროკომისიას და FIFA-ს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
კვოტების საკითხი ცალკე განიხილება. შესაძლოა, ერთი ქვეყნიდან ორი კლუბის ამჟამინდელი ლიმიტი გაუქმდეს. 2029 წელს ტურნირის პოტენციურ მასპინძლებს შორის არიან კატარი, ესპანეთი და მაროკო.
პირადი კონტრაქტი შეათანხმა – გარნაჩო “ჩელსის” მიუახლოვდა
“რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?” – აზარმა განმარტა
ჩელსის ფეხბურთელებმა 15.5 მილიონი დოლარი ჟოტას ოჯახს გადასცეს
“ჩელსიმ” და “ლაიფციგმა” შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
“ჩელსიმ” მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
“ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?” – რა თქვა აზარმა