უკრაინული მედია – რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 270 „შაჰედის“ ტიპის დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 5 ბალისტიკური და Х-101-ის ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 რაკეტა, 230 დრონი და Х-101-ის ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
„4 რაკეტისა და 40 დრონის დარტყმა 16 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო რაკეტების ნამსხვრევები სამ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ