თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა მ და -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტის, კონსტანტინ კარტავცევის მიერ გადაცემული გოლფის ჯოხი გადასცა. პრეზიდენტის თქმით, კარტავცევმა ომის პირველ თვეებში, თანამებრძოლების გადასარჩენად, ფეხი დაკარგა და შემდგომში გოლფი მისი რეაბილიტაციისა და ფიზიკური და ემოციური წონასწორობის აღდგენის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
უკრაინის ლიდერმა ტრამპს ვიდეოც უჩვენა, სადაც დაჭრილი სამხედრო ამერიკის პრეზიდენტს სთხოვს, დაეხმაროს ს ომის დასრულებაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა საჩუქარი მადლიერებით მიიღო, უკრაინელ მეომარს ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ ზელენსკის თეთრი სახლის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ