ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის

მზად ვარ პუტინთან შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის შემოთავაზებული ორმხრივი შეხვედრის დეტალები.
რაც შეეხება ოვალურ კაბინეტში შეხვედრას, უკრაინის განაცხადა, რომ მას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ოვალურ კაბინეტში გაშლილ რუკაზე, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებია გამოსახული.
მისი თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ტრამპისთვის ეჩვენებინა ბრძოლის ველის რუკები და აეხსნა, ვინ რას აკონტროლებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა დამსწრე ევროპელ ლიდერებს და თქვა, რომ მოკავშირეები ერთ აზრზე იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!