საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ქვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორი. MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ, ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასწავლო პროგრამის ხარისხის განვითარებაში. MATRA-ს პროგრამის კურსდამთავრებულები ჩვენი საელჩოს კონტაქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია.
ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
