დონალდ ტრამპი – დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ

დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ­ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ახლახან პრეზიდენტ პუტინთან არაპირდაპირი საუბარი მქონდა. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ სატელეფონო საუბარი გვექნება. შესაძლოა სამმხრივი შეხვედრაც გვქონდეს, თუ არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება. თუ შეხვედრა შედგება, მაშინ დიდი შანსია, რომ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.
„ომი დასრულდება. როდის დასრულდება ვერ გეტყვით, მაგრამ იგი დასრულდება. პუტინს მისი დასრულება სურს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობა შეაქო.
„ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“, – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს, ჟურნალისტმა, ბრაიან გლენმა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა თებერვალში ვიზიტისას გააკრიტიკა.
„მეც ზუსტად ეგ ვთქვი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება