ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

უკრაინაში არჩევნები უსაფრთხო პირობებში უნდა ჩატარდეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გააკეთა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ და პარლამენტში მუშაობა გვჭირდება, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რათა ხალხმა დემოკრატიულ, ღია და ლეგალურ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ ამერიკული იარაღისთვის, რომელსაც ნატო-ს მექანიზმის მეშვეობით უკრაინა იღებს.
„ამ შესაძლებლობისთვის და ამ პროგრამისთვის მადლიერები ვართ. ასევე, ევროპის მადლიერები ვართ, რადგან, ბოლოს და ბოლოს ამისთვის ისინი იხდიან. ევროპაში არავის აქვს ისეთი სისტემები, როგორიც Patriot-ებია. ისინი ნამდვილდ გვჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)