ამერიკელმა ჟურნალისტმა ბოდიში მოუხადა ზელენსკის, რომლემაც წინა შეხვედრაზე ის პიჯაკის არ ჩაცმის გამო გააკრიტიკა

ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას Real America’s Voice-ის რეპორტიორმა, ბრაიან გლენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა შეუქო და მას ბოდიშიც მოუხადა.
„ამ კოსტიუმში შესანიშნავად გამოიყურებით!“ — უთხრა რეპორტიორმა.
„მეც იგივე ვთქვი“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა და ზელენსკის უთხრა, რომ ეს იგივე რეპორტიორია, რომელიც ადრე თავს დაესხა.
უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ახსოვდა.
— „ბოდიშს გიხდით, შესანიშნავად გამოიყურებით“, — მიმართა ჟურნალისტმა ზელენსკის.
— „მაგრამ შენ იგივე კოსტიუმი გაცვია. მე გამოვიცვალე, შენ არა“, — უთხრა ზელენსკიმ ბრაიან გლენს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)