სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს – თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო