როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს – ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია…

სექტემბრის უმნიშვნელოვანეს სანაკრებო მატჩებზე დიდი ხანია ვფიქრობთ, საქმე ხომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ეხება. ჩვენი ერთ-ერთი მსჯელობა ის იყო, ს მანამდე რამდენი მატჩი ექნებოდა ჩატარებული, სექტემბერში ოპტიმალურ ფორმაში რომ გვენახა. ამ მხრივ ცოტა არასასურველი სიტუაცია ვიხილეთ.
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “პსჟ”-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რომ ლიდერები, რომლებმაც დაღლილი სეზონის შემდეგ ძალები სათანადოდ ვერ აღიდგინეს, დასვენება დააკლდათ და ფორმაში შესასველად დრო არ ეყოთ, დაესვენებინა. არადა, თითქოს, ტონუსში ყოფნა და დატვირთვის მომატება იყო ის, რაც ამ ბიჭებს სჭირდებოდათ.
სანაკრებო პრიზმას რომ დავუბრუნდეთ, ერთი მხრივ კარგია, კვარაცხელია ტრავმას მაქსიმალურად რომ აირიდებს და ძალებს შეინახავს, მაგრამ როგორც წესი, სეზონის სტარტზე ეს თემები აქტუალური არაა, უფრო პირიქით, ნაკლები პრაქტიკა გვაღელვებს, ხოლმე.
კიდევ რას შეიძლება ცდილობდეს ენრიკე? იქნებ კონკურენციის გაზრდას და იმის დემონსტრირებას, სათადარიგოთა შორის ნებისმიერის დასმა შემიძლიაო, მაგრამ ეს ისაა, რასაც ფეხბურთელები არ დაიჯერებენ.
რაც თვალნათლივ ჩანს, ესპანელი სპეციალისტი ბარკოლასა და რამოშს ეუბნება, თქვენი იმედი მაქვს და გუნდიდან წასვლაზე არ იფიქროთო. ეს თუ მხოლოდ დაპირება არაა, გამოდის, პარიზელებმა გამოკვეთილი ფორვარდით უნდა ითამაშონ, ბარკოლა კი ალბათ მხოლოდ მარცხენა ფრთაზე გამოსვლით იქნება კმაყოფილი. მაშინ გამოდის, “კვარა” მარჯვნივ უნდა ვნახოთ. ამასობაში, ვილი სანიოლმა სანაკრებო ტაქტიკა თუ შეცვალა, იქნებ ის ერთგვარად იძულებული იყოს ამ ტენდენციას აჰყვეს და ხვიჩა ეროვნულ გუნდშიც მარჯვნივ იყოს, რაც მისი ოპტიმალური პოზიცია არაა.
ჯერჯერობით შორი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ და უახლოეს 2 მატჩს დაველოდებით – 22 აგვისტოს “ანჟესთან” შინ და 30 აგვისტოს “ტულუზასთან” სტუმრად.
· სიმართლე ეს მძინარე სანიოლა როდისღა აპირებს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას?! მაინცდამაინც ყველაზე ბოლოს უნდა გამოაცხადოს, თამაშამდე 1 კვირით ადრე?
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
“ჯვაროსნების” აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს – გასპერინის უპირატესობები…
“ცვლილებები გვჭირდება” – ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს
ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]
“კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა” – უცხოური მედიის პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობა
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! – შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს