ევროპელი ლიდერები: გაძლიერდეს სანქციებით კრემლზე ზეწოლა, თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზე

მას შემდეგ, რაც ე. წ. „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ სთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რაზე ესაუბრებიან ხვალ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თანახმად, ჯერ ერთი, ევროპელი ლიდეები და ზელენსკი კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ -ს, ევროპასა და ს აერთიანებთ ტერიტრიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულება და რომ უკრაინული მიწების დათმობაზე ლაპარაკი შეუძლებელია თავად უკრაინელების მონაწილეობის გარეშე.
მეორე – ისინი ტრამპს შესთავაზებენ, ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს.
„ახლა ს მიმართ სისუსტის გამოვლენა ნიშნავს მომავალი კონფლიქტებისთვის წინაპირობის შექმნას,“ თქვა მაკრონმა.
დღევანდელი სატელეფონო შეხვედრის შემდეგ ევროპის სხვა ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, გაძლიერდეს კრემლზე სანქციებით ზეწოლა, თუ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებს.
დონალდ ტრამპს ხელისუფლებაში მოსვლის ნახევარი წლის განმავლობაში ჯერ არცერთი ახალი სანქცია არ დაუწესებია რუსეთისთვის. ამას არც ახლა აპირებს, განაცხადა კვირას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„თუ მშვიდობა შეუძლებელი გახდება, ომი გაგრძელდება და ათასობით ადამიანი დაიღუპება, მაშინ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ახალი სანქციები შემოიღოს,“ თქვა რუბიომ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „მაგრამ სანქციები რომ ახლავე შემოვიღოთ, ამაზე მოლაპარაკებებიც დასრულდება. ფაქტობრივად მივიღებთ კიდევ მინიმუმ 1-1,5 წლით ომს, სიკვდილსა და ნგრევას. სამწუხაროდ, ყველაფერი ამით შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს.“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ