უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახვდა.
უკრაინული მედიის თანახმად, თავდაპირველად, მხარეები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ამის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებენ “მიზანდასახულთა კოალიციის” ონლაინ შეხვედრაში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ისიც გაემგზავრება.
მოგვიანებით ინფორმაცია განახლდა და ცნობილია, ვინ დაესწრება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას – სია
