დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე დასწრება მარკ რუტემ და კირ სტარმერმაც დაადასტურეს

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ორგანიზაციაში ადასტურებენ.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ის ხვალ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.
ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონი განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება