ორშაბათს ვაშინგტონში უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ევროპელი ლიდრები და ევროკომისიის პრეზიდენტიც დაესწრებიან.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრას დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით. მას სხვა ლიდერების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. აშშ-ში გამგზავრებამდე დღეს ზელენსკი და ლაიენი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან – უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციაში.
გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცი შეუერთდება ზელენსკის ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრზე
Sky News-ის ცნობით, იქ ასევე იქნება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც.
შეხვედრას ასევე შეუერთდებაინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთი პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
მასალა განახლდება ევროპელი ლიდერების განცხადებების შესაბამისად.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 აგვისტოს ალასკაში შეხვდნენ. სამსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა ის ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტრმა თქვა, რომ აქვთ კარგი შანსი, მიაღწიონ შეთანხმებას. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს.