ავღანეთში თალიბანის მინისტრებმა მიიღეს მუდმივი უფლებამოსილება

ავღანეთში, თალიბანის ლიდერმა, ჰაიბატულა ახუნძადამ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც კაბინეტის მინისტრებს აღარ მიენიჭებათ „მოვალეობის შემსრულებელი მინისტრების“ სტატუსი, რაც თალიბანის მმართველობას ოფიციალურად აფორმებს და მინისტრებს მუდმივ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
ეს გადაწყვეტილება ქაბულის დაცემის მეოთხე წლისთავზე მიიღეს, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 15 აგვისტოს, როდესაც თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა ქვეყანაში ისლამური სამართლის მკაცრი სისტემა დანერგა, მათ შორის, შეზღუდა ქალებისა და გოგონების განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებები.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და გაერო რეგულარულად გმობენ თალიბანს ქალების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, რომლებსაც კვლავ ეკრძალებათ საჯარო ადგილებში შესვლა, ზოგიერთ რაიონში მუშაობა და მეექვსე კლასის შემდეგ განათლების მიღება.
გარდა ამისა, როგორც ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებში -ის სპეციალური გენერალური ინსპექტორის ანგარიშშია ნათქვამი, თალიბანის რეჟიმი ძალას იყენებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების განაწილების გასაკონტროლებლად, უპირატესად მისი პუშტუნების რეგიონებში გადამისამართებით და ითხოვს ქრთამს გაეროს მომწოდებლებისგან.
გაერო აცხადებს, რომ 23 მილიონზე მეტ ავღანელს დახმარება სჭირდება, თუმცა მთავრობის ჩარევა დახმარების მიწოდებას ართულებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ ეძებენ გზებს, რათა უზრუნველყონ გამჭვირვალობა და დაზარალებულთა მხარდაჭერა.
ფორუმი