იტალიური გრანდი გიორგი მიქაუტაძის იჯარით დამატებას შეეცდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მიქაუტაძის იჯარით დამატებას “ლაციო” შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Lazziochannel.it-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რომაული კლუბი უახლოეს პერიოდში შემტევით გაძლიერებას გეგმავს და თუ ქართველი ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იქნება, მისი დამატებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, გუშინ ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის გადაბირებას არამხოლოდ მისი ყოფილი კლუბი “მეცი”, არამედ “ლიონიც” შეეცდება.
დიდი ალბათობით, ამსტერდამის “აიაქსი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის განათხოვრების წინააღმდეგი არ იქნება, რადგან გიორგის ნიდერლანდურ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.