ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა.
ბლინკენი დოჰაში ჯერ ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ – თანის შეხვდება.
კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.