– 1-ელ აგვისტოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს – ფაქტზე ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
უფრო კონკრეტულად, -ს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ორი პირი – 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან