იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი: ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეეძლება კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტაიანიმ თქვა, რომ მჭიდრო ევროპული თავდაცვის თანამშრომლობა მისი პარტიის Forza Italia-სთვის პრიორიტეტია.

„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

ტაიანიმ ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გაამარტივოს თავისი ხელმძღვანელობა და ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი, არსებული სტრუქტურის ნაცვლად.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ