რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ რა -ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა, იური უშაკოვმა უპასუხა, რომ „ეს თემა ჯერ არ განხილულა“.
უშაკოვის თქმით, ალასკაზე გამართული სამიტის შედეგების შეჯამების შემდეგ მხარეები დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ