თამო კეშელავა: …მერე კი აქო, კარგი ბიჭი ვოვაო, ხომ მოგწყინდა, ვოვჩიკ, ხალხის დახოცვაო?!

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ტრამპი ეგეთი ტკბილი მხოლოდ მაშინაა და დაშაქრული, როცა საკუთარი თავით კმაყოფილია.
არ ვიცი და ვერც გავიგებ, ალბათ, რა უყო რუსების დელეგაციას, გარდა იმისა, რომ კიევური კატლეტი აჭამა და სტადიონზე შეყარა, მაგრამ თავად ეგეთი კმაყოფილი მაშინაა, როცა თავზე გაივლის.
პუტინს თავზე ისეთი ნაფეხური ედო, ვერაფერი რომ ვერ თქვა, ვერც ის რომ ვერ ამოთქვა, ვერ შევთანხმდითო, ტრამპმა რომ თქვა დილით, ჩემთან შეხვედრამდე, რომ ს უსაფრთხოება სჭირდება, ვეთანხმებიო… და ტრამპმა რომ რაღაც მასთან შეხვედრამდე თქვა და ახლა რომ თავად ვითომ დაეთანხმა, ეგ გააფორმა მისი ჭკუით შეთანხმებად:)
ეს ნიშნავს, რომ ძალიან სურდა შეთანხმება, რომ განსაკუთრებით ეს სურდა შიდა მოხმარებისთვის.
ასეთი სასოწარკვეთილი განცხადება პუტინის რამე კარგის მომასწავებელი მხოლოდ ქოცებს ეგონებათ.
ხო, უკრაინელები აქო კიდევ, ესეც რა სასოწარკვეთილი ურცხვობა იყო
დაგეგმილი ინტერვიუები გააუქმა და გავარდა.
ის მრავალტომეული, რაც ჩაიტანა, ალბათ, დატოვა და რას გაერთობიან -ის დაზვერვია ანალიტიკოსები, მშურს.
შეხვედრიდან გამოსული პუტინი ეტყობა ძალიან იყო დაბნეული, რომ სასოწარკვეთა ასე დაიტყო.
მას შემდეგ, რაც პუტინმა მობოდა, შევთანხმდითო, ტრამპმა პირველივე წინადადებაში უპასუხა, ვერ შევთანხმდითო. ეს დიპლომატიაში პრაქტიკულად პოლიტიკური მკვლელობაა, უპროგნოზო ტრამპისგანაც კი.
მერე კი აქო, კარგი ბიჭი ვოვაო, ხომ მოგწყინდა, ვოვჩიკ, ხალხის დახოცვაო?!
მერე თქვა, მნიშვნელოვან პირებს, ნატოს მაღალჩინოსნებს და  ზელესკის დავურეკავო. მნიშვნელოვან პირს, ზელენსკის, ვოვჩიკო და თან ზელენსკის და ნატოს ერთად ხსენებაც როგორი მოსასმენი იყო.
ნატო და ზელენსკიო, ნატო და ზელენსკიო.
ნატო და ზელენსკი ერთად ჯერ და მერე რაღაი ნატო ახსენა, თან იმის მერე, რაც ავიაცია აჩვენა ამერიკული, თუ ნატოს ალასკაში.
ხვალ ევროპა შედგება, ალბათ, პუტინს.
ვისაც ჰგონია, ტრამპი ევროპის გარეშე გადაწყვეტს, – სცდება.
ჯერ ერთი, ევროპამ თავისი სიტყვა თქვა უკვე და მის გარეშე რამის გადაჭრა ისედაც გაჭირდებოდა.
ახლა კი, მას მერე რაც აშშ და ევროპა დალაგდნენ, მას მერე, რაც ტრამპმა მათ მუსიკის დაკვრა აიძულა, ანუ ფულის ჩადება, ეს ცეკვა უკვე ოფიციალურად მათიცაა.
შესაბამისად, ტრამპს კი მანდატი აქვს სასაუბროდ, მაგრამ მუსიკას მხოლოდ ის არ უკრავს და ამაზე დღეს გერმანიამ და საფრანგეთმა ღიად მიგვანიშნეს.
ნატოს და ზელენსკისო, ჰა, ვოვჩიკ.