ტრამპი პუტინს ალასკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, და ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ ალასკაში, ში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ მათი შეხვედრის დაწყების წინ. ტრამპი პუტინს დახვდა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო აეროდრომზე.
შეხვედრის ტრანსლაციას აწარმოებდა თეთრი სახლის იუთუბის არხი. პრეზიდენტებმა ფოტოები გადაიღეს პლაკატის “ალიასკა-2025” ფონზე და -ის პრეზიდენტის ავტომობილით მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ფორმატით ერთი-ერთზე დაგეგმილი სამიტი რეალურად გაიმართება ფორმით სამი-სამზე – შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი. ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება მიანიშნებს, რომ ალასკის სამიტის მიმართ თეთრი სახლი უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს, ვიდრე 2018 წელს, ჰელსინკიში – სადაც ტრამპი და პუტინი პირისპირ შეხვდნენ, მხოლოდ თარჯიმნებთან ერთად, ორი საათის განმავლობაში.
სამიტის დასრულების შემდეგ პუტინის და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.
ფორუმი