რუსებმა სუმის ცენტრი დაბომბეს

რუსებმა უკრაინული ქალაქ სუმის ცენტრი დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
„მტერმა ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა – სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ყველა სამაშველო სამსახური მუშაობს“, – წერს გრიგოროვი.
მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რით განახორციელეს ოკუპანტებმა დარტყმა. ამ მომენტისთვის ზუსტდება დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.
ადგილობრივი მცხოვრებლები უკრაინულ მედიას ცენტრალურ ბაზრობაზე დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ფოტოებს უზიარებენ.