ნიკა კაციას დედა: ჩემ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ… არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება

“ჩემ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ… არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება” – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას დედამ, მარინა აფციაურმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა მოხდეს და რომც მიუსაჯონ, სინდისის პატიმრები მაინც გარეთ იქნებიან. 

ჩემ თავს საერთოდაც ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ, ჩავკეტე ეგ გრძნობა. ბოდიში ნიკასთან, მაგრამ არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება. ამიტომ ვფრთხილობ. რა თქმა უნდა, სურვილი უდიდესი მაქვს, ჩავეხუტო ჩემ შვილს. 

მე ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოსკენ მიდის უკვე ეს, დასკვნითი პროცესებია, რაც არ უნდა მოხდეს, რომც მიუსაჯონ ვიცი, რომ ყველა გარეთ იქნება, ყველას ჩავეხუტებით, ყველას მოვეფერებით. სულ ცოტაღა დაგვრჩა,” – ამბობს მარინა აფციაური. 

ცნობისთვის, ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია