მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, შეძლო ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს პროცესი. ყველამ, ვინც მოგვმართა, შეძლო მიეღო ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ.
გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, ისეთს, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი გარკვეული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მინდა აღვნიშნო, რომ მომავალშიც, ყველა ეს სერვისი, რომელიც სჭირდებათ ყველაზე მაღალი დონით, მათ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებით წარიმართება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის – უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა – უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.
მისივე თქმით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მიმართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაირიცხონ სახელმწიფო პროგრამაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან