მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი გარდაიცვალა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს:
,,ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მერაბ ბრეკაშვილი.
მერაბ ბრეკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და სოხუმის ს სახელობის თეატრის მსახიობი გახდა.
27 წელი იმსახურა მან ამ თეატრში, შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე, რომელთა შორისაც გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში “ზღვა, რომელიც შორია”, თემურ ჩხეიძის დადგმით. 12 სეზონია ბატონმა მერაბმა მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა შემოქმედებითი ცხოვრება, შექმნა მნიშვნელოვანი როლები სპექტაკლებში “ამიკო”, “იავნანამ რა ჰქმნა”, “ირინეს ბედნიერება”, “ჯუჯა ცხვირი”, “ქარიშხალი”, “მეფე ლირი თავშესაფარში”, “ჭორიკანა ქალები ” და მრავალი სხვა. წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა მერაბ ბრეკაშვილის 40 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მსახიობის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მაყურებელს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი