რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკში, უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

უკრაინული დრონით კურსკში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, მტრის დრონი ღამით კურსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მრავალსართულიან შენობას დაესხა თავს. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ერთი ქალი დაიღუპა“, – აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისი ინფორმაციით, კიდევ ათი ადამიანი დაშავდა და ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას