“ზოგი ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას” – სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის ცენტრები ვერ კონტროლდებოდა

ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო ცენტრები 15 აგვისტოდან მოქმედებას შეწყვეტენ, ხოლო მათი უფლებამოსილება სახელმწიფოს მართვის ქვეშ გადავა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
15 აგვისტოდან, ე.წ. “ჩანაცვლებითი თერაპიის” განხორციელებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო, ხოლო ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები წყვეტენ ფუნქციონირებას. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ მომართა სახელმწიფოს სერვისს და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფოს ცენტრებში და ამას შეძლებენ უფასოდ – ასეთ პირთა რიცხვი 1512 გახლავთ. არიან ადამიანები, რომლებიც უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით 100-მდე ადამიანის შემთხვევაში ვერ დაერთოთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზთა გამო ცალკეულ პირებს. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები – ჩანაცვლებითი თერაპიის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე, დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფოს ცენტრებს და შესაბამისად, გაიარონ შემოწმება და ამის საფუძველზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მოგვმართეს ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომელთა შესახებ ინფორმაცია კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. არის სამწუხაროდ შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, 2 კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად (ანუ, ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას – რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავთ, ამის თქმა ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია). ვიტყვით მხოლოდ, რომ 100-ს არ აღემატება ასეთი შემთხვევების რიცხვი”. – თქვა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან