ჯანდაცვის მინისტრი – არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, გარკვეული ინფექციების გავრცელება მატულობს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია – სექტორი თავიდან ბოლომდე მზადაა, ნებისმიერ დატვირთვას აუვიდეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე გავრცელებული ინფექციების რაოდენობრივი მონაცემები სტანდარტულ ნიშნულზეა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სრულად მზადაა ნებისმიერ დატვირთვას გაუძლოს და მოსახლეობის მოთხოვნა სრულფასოვნად დააკმაყოფილოს.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, მატულობს გარკვეული ინფექციების გავრცელება. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ჩვენ, ბუნებრივია, თვალს ვადევნებთ მონაცემებს და ამ თვალსაზრისით, უნდა ვთქვათ, რომ რაიმე არასტანდარტული ან ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს, სახეზე არ გვაქვს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, სამინისტრომ, იზრუნეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ყოფილიყო გავრცელებული. ადამიანებს ჰქონოდათ უკეთესი შესაძლებლობა ინფექციებისგან თავის დასაცავად. ჩვენ განვაახლებთ ამ ინფორმაციას კიდევ ერთხელ.
მოწოდება არის ტრადიციული დაწყებული ხელის დაბანის სიხშირით, დამთავრებული ექიმისთვის მიმართვის საჭიროებით, როდესაც გარკვეული სიმპტომები შეიძლება ჩნდებოდეს ინფექციური მოწამვლის და ა.შ. ჰოსპიტალური, ამბულატორიული სექტორი თავიდან ბოლომდე მზადაა, რომ ნებისმიერ დატვირთვას აუვიდეს და მოსახლეობის მოთხოვნა იყოს სრულფასოვნად დაკმაყოფილებული“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ