ტრამპი ენერგიულად ცდილობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას — პუტინი

ალასკის სამიტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრა გამართა.
პუტინმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, რათა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს და შექმნის „გრძელვადიანი მშვიდობის პირობებს“ როგორც კონფლიქტის მხარეებს შორის, ასევე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
პუტინმა არ გამორიცხა, რომ აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის სფეროში შეთანხმებების მიღწევა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, ანკორიჯში ხვალ გაიმართება. ტრამპი და პუტინი უკრაინის კონფლიქტს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა