რუსული მედია – რუსეთის როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა

რუსეთის როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დრონით თავდასხმის შემდეგ ქალაქ დონის როსტოვში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.
„ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოებში 2 ადამიანი გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად, საავადმყოფოებში კიდევ 11 ადამიანი გადაჰყვათ“, – განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ასევე, სლიუსარის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს