ტრამპი-პუტინის შეხვედრის გამო აშშ დროებით აუქმებს რუსეთის საწინააღმდეგო ზოგიერთ სანქციას

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტომდე ნებადართული იქნება საზღვარგარეთ ს მავნე საქმიანობისა და უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის დაწესებული სანქციებით აკრძალული ტრანზაქციები, რომლებიც საჭიროა ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრის მხარდასაჭერად და მასში მონაწილეობისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია რუსეთის არაერთი ოფიციალური პირიც, რომლებიც პუტინის თანმხლებ დელეგაციაში იქნებიან.
ფორუმი