ანკარისა და დამასკის მაღალი რანგის დიპლომატები ისრაელს სირიაში ქმედებებთან დაკავშირებით აფრთხილებენ

13 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა სირიელმა კოლეგამ გააფრთხილეს , ნუ გამოიწვევს ქაოსს სირიაში და მოითხოვეს გარედან ყოველგვარი ჩარევის შეწყვეტა, რომელიც მიზნად ისახავს ომისგან განადგურებული ქვეყნის დესტაბილიზაციას.

„გარკვეული სუბიექტები შეშფოთებული არიან სირიაში მიმდინარე მოვლენების პოზიტიური განვითარებით“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ანკარაში სირიის ლიდერ ასად ალ-შაიბანისთან მოლაპარაკებების შემდეგ. მან იგულისხმა ისრაელი და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედი ქურთული სახალხო თავდაცვის დანაყოფების (YPG) მებრძოლები:
„ამჟამად ისრაელი ამ ბნელ სურათში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა“, – თქვა მან ისრაელის სამხედრო მოქმედების შესახებ გასული წლის ბოლოს სირიის ძლიერი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის, დამხობის შემდეგ.
„სირიაში ქაოსის გამოწვევა… როგორც ჩანს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტად იქცა“, – თქვა ფიდანმა.
მის გვერდით მდგომმა შაიბანიმ ასევე გამოთქვა გაფრთხილება სირიაში ქაოსის ხელშეწყობის მცდელობების წინააღმდეგ.

„ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომლებიც არანაკლებ საშიშია, ვიდრე ის, რასაც ომის წლებში წავაწყდით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის განმეორებითი მუქარები… საჰაერო დარტყმებით“, – თქვა სირიის ახლანდელმა ლიდერმა.

ფიდანმა განაცხადა, რომ სირიის დესტაბილიზაციის მცდელობები აშკარად გამოჩნდა მარტის სისხლის ღვრაში ალატივების რეგიონში, ლატაკიაში და ბოლოდროინდელ სისხლიან ძალადობაში, რომელმაც მოიცვა უმეტესად დრუზებით დასახლებული სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია სუვაიდა, და ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთი, რომელიც უმეტესად ქურთებითაა დასახლებული.
ომის დროს ასადის მთავრობას მხარს უჭერდნენ , ირანი და მისი ლიბანში დაფუძნებული მებრძოლი მოკავშირე „ჰეზბოლა“.

ფორუმი