შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 6 თვეში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვარიდან ივლისამდე 216 ადამიანი დაიღუპა და 2 816 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 79 ქვეითად მოსიარულე იყო, 14 ბავშვი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის ნახევარი, 1369 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 50-ია.
რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში ფიქსირდება – 316 ავარიას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ორჯერ მეტია ავტომობილის შეჯახების შემთხვევები ქვეით მოსიარულეზე [917 შემთხვევა, 79 გარდაცვლილი, 819 დაშავებული], ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით [ 454 შემთხვევა, 8 გარდაცვლილი, 427 დაშავებული];
ფორუმი
