სულხან თამაზაშვილმა ს მერის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ს მერიის თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.
გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური ძალისხმევით იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის