ორბანი: უკრაინელებმა ომი წააგეს, რუსეთმა მოიგო ეს ომი

აშშ-ისა და ს პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ომი ში “რუსეთმა მოიგო“.

“ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს გაურკვეველი შედეგის საომარი სიტუაციაა, მაგრამ ასე არ არის. უკრაინელებმა ომი წააგეს. რუსეთმა მოიგო ეს ომი”, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის აზრით, ერთადერთი კითხვაა “როდის და რა ვითარებაში აღიარებს დასავლეთი, რომელიც უკრაინელების უკან დგას, რომ ეს მოხდა და რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს”.

ს თქმითვე, -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის დროს, ევროპამ დაკარგა პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ახლა რისკავს, რომ მისი მომავალი მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს.

“თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზიხარ, მენიუში ხარ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა და თქვა, რომ ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ის ევროპას “სასაცილოს და საცოდავს” ხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით