მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე დაწერა, რომ გუნდისთვის პირველივე დღიდან თავი არ დაუზოგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა აღარ იყოს პსჟ-ს წევრი, იმედგაცრუებული და განადგურებულია, ყველას მადლობა გადაუხადა და წასვლის შესახებ იუწყა.
„ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა: „დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ეს უდავოა. როგორც პიროვნება კიდევ უფრო უკეთესია. თუმცა, ასეთია ტოპ-დონეზე ფეხბურთელების ცხოვრება. ამ რთულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს რომ ადვილი იყოს, ამას ნებისმიერი გააკეთებდა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, ჩემს გუნდს როგორი მეკარე სჭირდება“.
პსჟ-ს კაპიტანმა მარკინიოსმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს ბევრ საკვანძო მოთამაშეს მოუწია წასვლა, ისინი მოდიან და მიდიან, გამონაკლისი თავადაც არაა და კლუბის ცხოვრება გრძელდება.
ჯანლუიჯის აგენტმა ენცო რაიოლამ თქვა, რომ კლუბმა მისი კლიენტის მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა, ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყვნენ, კლუბს მხოლოდ ფული აინტერესებს, გაოგნებულია და საკითხს იურისტებთან ერთად განიხილავს.
იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დინო ძოფმა აღნიშნა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ჯიჯიმ უზარმაზარი წვლილი შეიტანა და მიზეზი, თითქოს ის ფეხით სათანადოდ ვერ თამაშობს, უბრალოდ მოგონილია.
„ეკიპის“ ცნობით, დონარუმა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ესაუბრა, კონტრაქტზე შეუთანხმდა, პსჟ მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, ინგლისური კლუბი კი მოლაპარაკების დასაწყებად ედერსონის „გალათასარაიში“ გადასვლას ელოდება.
ზაბარნის მეუღლე: უდღეურ რუსებს მსოფლიო ვერ იტანს და არსებობის უფლება არ აქვთ
იმიჯი შეიცვალა – 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
Sky Sport: “სიტი” ზაფხულში” ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: “სიტი” სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
ზაბარნის მეუღლე: უდღეურ რუსებს მსოფლიო ვერ იტანს და არსებობის უფლება არ აქვთ
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
შერიგება ერთი პირობით – გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
ორტეგა “სიტიდან” წავა – მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
გვარდიოლა ზაფხულში “სიტიდან” წასვლას გეგმავს
“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგას ვერ მოიგებს” – მაიკლ ოუენი
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? – ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად – შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად – ფლორენტინო პერესის გეგმა
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? – ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
“ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო” – შოტლანდიელი მწვრთნელი
