ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის პროექტი მის წევრ ქვეყნებს უკვე დაეგზავნათ – ბაქო

ეუთოს ფარგლებში შექმნილი მინსკის ჯგუფი, რომელიც 1992 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩამოყალიბდა, იშლება.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, სამმხრივი სამიტის ფარგლებში -ს მონაწილეობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს მიმართვას ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ , და საფრანგეთი.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი მინსკის პროცესის დახურვის შესახებ უკვე გავრცელდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის მოწოდებით, მხარი დაუჭირონ „საჭირო პროცედურებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად“.