ქეთი ჟღენტის ზღაპრული მოგზაურობა იტალიაში: შთამბეჭდავი ფოტოები სარდინიიდან – Marao

მოდელი და ინფლუენსერი ქეთი ჟღენტი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ქეთი 27 წლის ასაკში სამი შვილის დედაა – მას კატერინა, ბუბა და ლიანა ჰყავს. ქეთიმ რჩეულზე, ბიზნესმენ თორნიკე ქებურიაზე 2018 წელს იქორწინა და წყვილის ქორწილმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა “ელ სააბის” მოდის სახლმა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.
თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელოზე ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.
მაშინ ქეთი 19 წლის იყო და, ოჯახის პარალელურად, მან უნივერსიტეტის დამთავრებაც შეძლო. ახლა ქეთის ცხოვრების საინტერესო სტილი აქვს – ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მეგობრებსაც ხშირად მოუწოდებს, აზიარებს რჩევებს თავის მოვლასა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ქეთის განსაკუთრებით უყვარს მოგზაურობა და ამჯერადაც კადრებს იტალიიდან აქვეყნებს.
თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.