“ფაშინიანი და ალიევი ჩემი კარგი მეგობრები არიან” – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან 8 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ truthsocial – ზე წერს, რომ და ახლა მისი მეგობრები არიან.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, როცა ჩვენ ვაწერდით ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას ათწლეულების ომისა და სიკვდილის შემდეგ. ისინი ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერები არიან. ახლა ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან,“ — დაწერა ტრამპმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება