სუპერთასი დონარუმას გარეშე და ხვიჩას მეურვე, ვინც ადრე დაიჩაგრა

10 წლის ეროპის სუპერთასი თბილისში ჩატარდა, ახლა კი საშუალება გვაქვს, ქართველ ფეხბურთელს ვუქომაგოთ – ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, უდინეს “ფრიულიზე” ჩვენი დროით 23:00 საათზე პსჟ ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს გასულ სეზონში პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ დაძლიეს და ტურნირები მოიგეს. პარიზული კლუბი 2025 წლის დიდებას ვერასდროს დაივიწყებს, ნანატრი ჯილდო მოიპოვეს და გვინდა, ამაში ს წვლილი ერთხელაც გამოვყოთ.
ლუის ენრიკეს ბიჭებმა ივნისი ბრწყინვალე ფორმაში დაასრულეს, ამას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხი მოჰყვა.
ხსენებული ტურნირის ბოლო ორი მატჩი პაჩომა და ერნანდესმა გამოტოვეს. ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ახლა დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეშია. როგორც ჩანს, მეკარე დონარუმას გუნდიდან გაშვებაც გადაწყდა. კარში შევალიე იქნება.
“ტოტენჰემს” მედისონი ტრავმირებული ჰყავს, წინასასეზონო პერიოდი კი სოლანკემაც გამოტოვა. მარცხენა მცველ უდოჯიეს ტრავმა, ვინც სუპერთასის მასპინძელ ქალაქში თამაშობდა, მწვრთნელ ტომას ფრენკის კიდევ ერთი პრობლემაა. მარჯვენა მცველი ესპანელი პორო, კვარაცხელიამ ერთ დროს, სანაკრებო დონეზე საკმაოდ დაჩაგრა და ვნახოთ, ახლა რა იქნება.
არცერთ ამ გუნდს ევროპის სუპერთასი არ მოუგია. ახლა მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ძალიან გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ პსჟ-ს წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია, პირდაპირ ახალ სეზონს იწყებს, “ტოტემჰემმა” კი 6 ამხანაგური მატჩი გამართა.
სავარაუდო შემადგენლონები პსჟ: შევალიე – ჰაკიმი,მარკინიოსი,პაჩო, მენდეში – ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია
ტოტენჰემი: ვიკარიო, პედრო პორო, რომერო, ვან დერ ვეენი, სპერსი – ბეტანკური, პალინია, სარი – ჯონსონი, რიჩარლისონი, კუდუსი.
მსაჯი: პინეირო(პორტუგალია).
“სენტ ეტიენის” მწვრთნელმა დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ზაბარნი უკვე პარიზშია – პსჟ ტრანსფერს ოფიციალურად მალე გამოაცხადებს
“ტოტენჰემის” მწვრთნელი: მიზანი ერთია – პსჟ-ს დამარცხება
“უმადურები – დონარუმას გარეშე ვერასოდეს მოიგებდნენ ჩემპიონთა ლიგას” – ჯანლუიჯის მეგობარი გამოექომაგა
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი “ნაპოლიში” დაბრუნებასთანაა ახლოს
ოფიციალურად: პალინია “ტოტენჰემის” ფეხბურთელია
დელე ალიმ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
არავითარი “ტოტენჰემი” – ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
პსჟ-ს მეკარე შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს