გულიაშვილის “სარაევომ” ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა – ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვარდნისა და ბოსნიის ჩემპიონატის საწყის 2 შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ 1 ქულის შემდეგ, გიორგი გულიაშვილის “სარაევოში” ცვლილებები განხორციელდა. კლუბმა ხორვატი მთავარი მწვრთნელი 51 წლის ზორან ზეკიჩი გაათავისუფლა და მის ნაცვლად 64 წლის ბოსნიელი სპეცილიასტი ჰუსრუფ მუსემიჩი დანიშნა, რომელმაც “სარაევო” კარიერაში უკვე მესამედ ჩაიბარა.
ჩვენებურის გუნდში სიახლეა იმ მხრივაც, რომ “სარაევომ” სერბული “ნოვი პაზარიდან” 33 წლის ცნობილი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი გადაიბირა, რომელიც ერთ დროს ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიც “ფიორენტინა”, “რომა”, “ინტერი”, “ტორინო” და “ბეშიქთაშია”.
ბოსნიური oslobodjenje წერს, რომ “სარაევოში” წამსვლელებზე და მომსვლელებზე სიახლეები კვლავ იქნება. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი გულიაშვილს, აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველს არაერთი შეთავაზება აქვს და არის საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ ამ ზაფხულს გუნდი შეიცვალოს.
გულიაშვილმა მეცხრე გოლი გაიტანა და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია [VIDEO]
ქართველი თავდამსხმელით ბერძნული გრანდი დაინტერესდა
“ბოლონია” კიდევ ერთი ქართველით დაინტერესდა – ტრანსფერი შეიძლება მალე განხორციელდეს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? – ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
გულიაშვილმა “სარაევოსთან” კონტრაქტი გააგრძელა
გორდეზიანი “სარაევოში” გულიაშვილის თანაგუნდელი გახდა
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და ბოსნიის პრემიერლიგის თანაბომბარდირია