“სენტ ეტიენის” მწვრთნელმა დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

“სენტ ეტიენის” მთავარმა მწვრთნელმა ეირიკი ჰორნელანდმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ დიდი დაინტერესების მიუხედავად, გუნდი ორი ლიდერის ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის გაყიდვას არ აპირებს.
ნორვეგიელი სპეციალისტმა საფრანგეთის მე-2 ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ, სადაც “სენტ ეტიენმა” გასვლაზე “ლავალთან” 3:3 ითამაშა, beIN SPORTS-სთან ისაუბრა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სტასინი ოფიციალური მიზეზით ტრავმის გამო არ გამოჩენილა, დავითაშვილი კი შეხვედრაში 62-ე წუთზე ჩაერთო.
“ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. კმაყოფილები ვართ იმით, რაც სატრანსფერო ბაზარზე ხდება. ის ფაქტი, რომ დავითაშვილი და სტასინი ჯერ კიდევ ჩვენთან ირიცხებიან, ძალიან მახარებს.
ისინი საუკეთესო და ამბიციური ფეხბურთელები არიან. ამ ორმა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ “სენტ ეტიენს” ნათელი მომავალი ჰქონდეს. იმედი მაქვს, მათ მოედანზე გამოვიყენებთ”, – თქვა ჰორნელანდმა.
“ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა” – “ინტერის” დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
“დავითაშვილს და სტასენს “სენტ-ეტიენის” დატოვება უნდათ – სიტუაცია იძაბება” – ფრანგული მედია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სენტ-ეტიენი” ფრეს დასჯერდა
ზურიკოს “სენტ-ეტიენში” ახალი მწვრთნელი ჰყავს
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად – ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
L’Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ – “სენტ-ეტიენმა” მათ კარი გამოუკეტა
დავითაშვილის “სენტ-ეტიენს” შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა – ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია – თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ “სენტ ეტიენში” იქნება? – რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ
რა ხდება სინამდვილეში – დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს