ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მას პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვაცნობე. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ პოზიციები შევაჯერეთ“, – წერს ანდრეი ერმაკი.
ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, სა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა.
„უკრაინისთვის პრიორიტეტს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა წარმოადგენს, რაც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, როგორც რეალური მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას, ასევე ს წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება