მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას სთავაზობდა, მაგრამ იტალიელი არ დათანხმდა. ამის შემდეგ კლუბმა „ლილისგან“ ლუკა შევალიე შეიძინა, დონარუმა კი „ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ამაზე „ეკიპთან“ კომენტარი ჯიჯის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდი დონარუმას გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელებს უმადურები უწოდა:
„ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მან გააკეთა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, სუპერთასის განაცხადშიც არ შეიყვანეს. მისი დახმარების გარეშე სუპერთასზე ვერასოდეს ვერ მოხვდებოდნენ“.
აღნიშნულია, რომ თუ ჯანლუიჯიმ 31 აგვისტომდე „პარი სენ ჟერმენი“ არ დატოვა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება. ამის შესახებ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეკარე უკვე გააფრთხილა. პსჟ-ს არ უნდა დონარუმამ კილიან მბაპეს მსგავსად უფასოდ დატოვოს კლუბი.
“ტოტენჰემის” მწვრთნელი: მიზანი ერთია – პსჟ-ს დამარცხება
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? – ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
“გალათასარაიმ” მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
შევალიე უკვე პარიზშია – სად მიდის დონარუმა?
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
“ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო” – შოტლანდიელი მწვრთნელი
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
