“დინამო ბათუმმა” “გარეჯს” მოუგო

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური. დღეს ერთი მატჩი გაიმართა, დინამო ბათუმმა საგარეჯოს გარეჯს მოუგო.
გარეჯი 0:1 დინამო ბთ
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა დინამო ბათუმმა მოიგო და ქულებით გაუთანაბრდა დინამო თბილისს. დინამოები მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ბათუმელებმა გამოიყენეს შანსი: დაჩი აბუსელიძის გარღვევასა და პასს მოჰყვა ლევან ხოზრევანიძის ზუსტი დარტყმა – 0:1. საინტერესოა, რომ 19 წლის ფორვარდმა ხოზრევანიძემ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ორივეში გოლი გაიტანა.
ბათუმელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, ლუკა ლაკვეხელიანმა ძელს მოარტყა ბურთი. ბოლოს კი გარეჯს ჰქონდა იდეალური შანსი და გიორგი გოგოლაშვილმა ახლოდან თავით ააცილა. გარეჯი მერვე ადგილზეა.
erovnuliliga.ge
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები