აქტივისტ იოსკა შარინგერს მოსამართლე ცეკვავამ 7-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა

აქტივიტსი იოსკა შარინგერი (ოსებ ჯანდიერი) 7 დღით დააპატიმრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
აქტივისტი ორი დღის წინ, 9 აგვისტოს, რუსთავლის გამზირზე დააკავეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
“პოლიციის მხრიდან იყო ნული კომუნიკაცია. მათ არ გაუფრთხილებიათ, რომ აკავებდნენ. ასევე, როდესაც დააკავეს უკვე, მანქანაში ტენიდნენ […] ჩატენვა უფრო ძალადობრივი იყო -ზურგზე დაახტა ერთი პოლიციელი. მე რომ ვეკითხებოდი, რატომ დააკავეთ, ან ადმინისტრაციული იყო, თუ სისხლი, იყვნენ ჩუმად, საერთოდ არ დაუმყარებიათ ჩემთან კომუნიკაცია, თითქოს იქ არ ვიყავი”, – ასე ყვება მამის დაკავების შესახებ აქტივისტის შვილი, თორნკე ჯანდიერი.