უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს შეტევას არზამასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას ს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს აწარმოებს.
გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ “ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 11 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრ А-ს დრონებით დაარტყეს არზამასში მდებარე, პლანდინის სახელობის დანადგარმშენებელ ქარხანას, რომელიც Х-32 და Х-101 ტიპის რაკეტებისთვის აწარმოებს ჰიროსკოპიულ მოწყობილობებს, მართვის სისტემებს და საბორტო კომპიუტერებს.
წყაროთა თანახმად, ქარხანაზე პირდაპირი დარტყმა იყო მინიმუმ ოთხი დრონით.
ს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა 11 აგვისტოს, დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო არზამასის ერთ-ერთ ქარხანაზე, სადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. ნიკიტინს ქარხანა არ დაუკონკრეტებია.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები დილითვე იუწყებოდნენ, რომ დარტყმა იყო ქარხანაზე, რომელიც საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსურ დანადგარებს აწარმოებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ორი უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს”. სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი