მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30-ლარად შეძლებს

დღეიდან, 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აქციის მიზანია “მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიიების სრულყოფა”.
აქციით სარგებლობა შეუძლიათ:
· სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
· სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
· მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
· მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლინდსი გრემი: რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთმა თითქმის 19 ათასი ბავშვი უკრაინიდან გაიტაცა. ბავშვების გატაცება მათი მშობლიური ქვეყნიდან უსაზიზღრესი და ბარბაროსული საქციელია